LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის კუთხით საქართველოს წინსვლა არ განუცდია – ევროკომისიის ანგარიში

ევროკომისია მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, რომელშიც ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვს

დაპოსტა 2025/07/16-ში
A A
50
ნახვა
გაზიარება

ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, ბეატე გმინდერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, სადაც მოთხოვნილია, რომ კომისიას მიეწოდოს ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ან სათანადო ზომების მიღებას კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

წერილში აღნიშნულია, რომ კომისიის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მიერ ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევები, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც ეწინააღმდეგება შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. შედეგად, კომისიამ გამოსცა არაერთი რეკომენდაცია. მათ შორისაა მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებისადმი, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, ასევე შეიტანოს ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტქ პირთა უფლებების სრული დაცვა.

„თქვენი მთავრობის მხრიდან უმოქმედობის საპასუხოდ, 2025 წლის იანვარში, ევროკავშირმა გადაწყვიტა ნაწილობრივ შეეჩერებინა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზის გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმება და გაეუქმებინა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა.

შესაბამისად, მას შემდეგ თორმეტმა წევრმა სახელმწიფომ დააწესა ვიზის მოთხოვნა საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელისთვის. ამას ნაბიჯს წევრი სახელმწიფოებიც მიჰყვებიან.

მსურს, გთხოვოთ, მიაწოდოთ კომისიას ინფორმაცია ამ რეკომენდაციების შესრულების შესახებ და თუ ეს უკვე არ გაკეთებულა, მიიღოთ შესაბამისი ზომები კომისიის ყველა რეკომენდაციაში წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად. მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციულად უპასუხებს და მიიღებს საჭირო ზომებს კომისიის რეკომენდაციების სრულად შესასრულებლად. კომისია შეაფასებს რეკომენდაციების შესრულებას ვიზების შეჩერების მექანიზმის შემდეგი ანგარიშის კონტექსტში“, – აღნიშნულია წერილში.

წერილში განმარტებულია, რომ ამ შეფასების საფუძველზე, რეკომენდაციების შეუსრულებლობის გაგრძელების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები სავიზო რეგულაციის მე-8 მუხლის საფუძველზე, კერძოდ, ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურება.

„ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში თქვენი თანამშრომლობის იმედი მაქვს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ევროკავშირის ერთგულებას საქართველოსთან ძლიერი და ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობების მიმართ“, – აღნიშნულია წერილში.

ამასთან, წერილს დანართის სახით თან ერთვის 8 რეკომენდაციის სია, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებამ:

საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები უნდა უზრუნველყოს და დაიცვას, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა.

თავიდან უნდა აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპსა და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტი; შესწორებები შევიდეს ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა LGBTIQ პირების უფლებების სრული დაცვა გარანტირებული იყოს.

საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ევროკავშირის სიასთან, სადაც ის ქვეყნებია მოცემული, რომლებიც ვიზებს საჭიროებენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირისთვის საფრთხეს წარმოადგენენ არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ძალისხმევა უნდა გააძლიეროს დაუსაბუთებლად თავშესაფრის მოთხოვნისა და წევრ სახელმწიფოებში არალეგალურად ყოფნის პრობლემის მოსაგვარებლად, მაგალითად, მიგრანტების შესაბამისი კატეგორიებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიების ჩატარებითა და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებით.

აქტივების აღდგენის ოფისი და აქტივების მართვის ოფისი უნდა შექმნას. ასევე, გააგრძელოს მუშაობა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და ლიკვიდაციის მიმართულებით.

ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა მიიღოს, უზრუნველყოს მისი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნასა და სასამართლო გადაწყვეტილებებს.

ცვლილებები უნდა შეიტანოს ანტიკორუფციულო ბიუროს შესახებ კანონში ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი ანტიკორუფციულო ბიუროს ეფექტური დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების შესახებ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის წერილის ადრესატები, მაკა ბოჭორიშვილის გარდა, ასევე არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გელა გელაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოსთან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 20, 2025
0
საქართველოში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოს საზღვრიდან 26 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. კერძოდ, ინფორმაციის თანახმად, დღეს თბილისის დროით 16:20-ზე მოხდა 4.2(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა რუსეთში, ინგუშეთში,...

დაწვრილებითDetails

“სიცხეში 8 წლის გოგონას ეზოში ხოხვით აგლეჯინეს ბალახები…” – ძალადობა ახალგორის ბავშვთა სახლში

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
“სიცხეში 8 წლის გოგონას ეზოში ხოხვით აგლეჯინეს ბალახები…” – ძალადობა ახალგორის ბავშვთა სახლში
მთავარი

"შუადღის მზეზე ეზოში ხოხვით აგლეჯინეს სარეველა ბალახები, მშიერს აყურებინეს, როგორ ჭამდნენ დირექტორი და სხვა ბავშვები. დაისაჯა იმიტომ, რომ ბავშვმა გამრავლების ტაბულა ვერ ისწავლა", - ოკუპირებული ახალგორის ბავშვთა სახლში 8 წლის...

დაწვრილებითDetails

როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო – მამუკა მდინარაძე

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი არალეგიტიმური პირია ამ არჩევნებზე – მამუკა მდინარაძე
მთავარი

შარშან გვეუბნებოდნენ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ. „ირკვევა”, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალი ყოფილა და სასწრაფოდ კურსი უნდა შევცვალოთ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“...

დაწვრილებითDetails

როგორ უნდა დაიცვათ თავი ზაფხულის მწველი მზისგან

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
როგორ უნდა დაიცვათ თავი ზაფხულის მწველი მზისგან
მთავარი

მზით დამწვრობა და ნამზეური მნიშვნელოვნად ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს, მათ შორის ისეთი აგრესიული ფორმისას, როგორიცაა მელანომა. ასევე მზის ზემოქმედებისგან კანი ადრე ბერდება: ის ნაკლებად ელასტიკური ხდება, ჩნდება ნაოჭები. მაგალითად,...

დაწვრილებითDetails

დაუდგინდა მძიმე პროგრესირებადი დაავადებაა – ქუთაისელ მუსიკოსს საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
დაუდგინდა მძიმე პროგრესირებადი დაავადებაა – ქუთაისელ მუსიკოსს საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

ქუთაისელ მუსიკოსს საზოგადოების დახმარება სჭირდება. გიორგი დალაქიშვილი მძიმე პროგრესირებადი დაავადება დაუდგინდა, მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი საფრანგეთში გადაყვანაა. ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება. "ჩვენს საყვარელ გიოს, იგივე "პუშკინას" , ჩვენს ბავშვობის მეგობარს,...

დაწვრილებითDetails

“არა არჩევნების სიმულაციას” – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
“არა არჩევნების სიმულაციას” – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება
მთავარი

"არა არჩევნების სიმულაციას" - ამ ლოზუნგით, პროტესტის ჩვეულ ადგილას, ქუთაისის მერიის წინ, 19:00 საათზე, აქცია გაიმართება. მოქალაქეები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში უკვე 233-ე დღეა,...

დაწვრილებითDetails

“6-7 ათასი სტუდენტი დადის სამუშაოდ ქუთაისიდან, როგორ წარმოუდგენიათ შემდეგი წლები”

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
3 თვეში ევროპიდან საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს
ეკონომიკა

“ჩიპ თრეველის“ დამფუძნებელი ლევან ჭანჭალეიშვილი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხს ეხმაურება. ლევან ჭანჭალეიშვილი იმ სარგებლის შესახებ საუბრობს, რომელსაც ქუთაისელი სტუდენტები უვიზო მიმოსვლის შედეგად იღებენ. “გერმანიაში ყოველწლიურად 6-7 ათასი სტუდენტი დადის სამუშაოდ...

დაწვრილებითDetails

ემიგრაციაში კიდევ ერთი ქართველი, თინა ბრეგვაძე გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
ემიგრაციაში კიდევ ერთი ქართველი, თინა ბრეგვაძე გარდაიცვალა
მთავარი

ემიგრაციაში კიდევ ერთი ქართველი, თინა ბრეგვაძე გარდაიცვალა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში მანანა ტაბატაძე წერს: "მატერას ქართველ ემიგრანტულ საზოგადოებას ძალიან მწარე ამბავი დაატყდა თავს, სამწუხაროდ, ჩვენი თანამემამულე თინა ბრეგვაძე ამ სამყაროს...

დაწვრილებითDetails

ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს – განახლებული ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებული ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. 21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს. ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 19, 2025
0
ქუთაისში, ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა
მთავარი

15 წლის რომა დგებუაძე გარდაიცვალა. ბიჭს 28 მარტს მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც დაეწყო ტვინის შეშუპება, თურქეთში რამდენიმე თვიანი მკურნალობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.  

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"