ევაკუატორით გადაიყვანეს ვიცე-მერობის ყოფილი კანდიდატი და “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრმა იმედა კლდიაშვილი, რომელმაც დღეს ქუთაისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის შესასვლელიჩ აკეტა. ის საკუთარ ავტომობილში იმყოფებოდა, საიდანაც გადმოსვლას არ აპირებდა და არც კომენტარს აკეთებდა.
მას შემდეგ, რაც მან სამართალდამცველების კითხვებს არ უპასუხა, პოლიციამ ადგილზე ევაკუატორი გამოიძახა და ავტომობილი პოლიტიკოსთან ერთად, საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს.
ცნობისთვის, სუს-ის ოფისები “გირჩი – მეტი თავისუფლების” მიერ ამ დროისთვის ექვს ქალაქშია ბლიკირებული: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და გორში.
“გირჩი” სრულად პროპორციულ 2%-იან საარჩევნო სისტემას, გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნებსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
უსაფრთხოების სამსახურებთან მობილიზებულია პოლიცია.