ეგვიპტის სამხრეთით მომხდარმა შტორმმა წყალდიდობა გამოიწვია. შედეგად, მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა. სტიქიური უბედურების გარდა, უხვმა ნალექმა დამატებითი საშიშროებაც შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას. წყალმა საცხოვრებელ სახლებში მორიელების ნაშიერები შეიტანა. ოფიციალური ინფორმაციით მათ 500-ზე მეტი ადამიანი დაკბინეს. ეგვიპტის ამ ნაწილში გავრცელებული მორიელი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფეხსახსრიანია მსოფლიოში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში მოათავსეს. დროული სამედიცინო ჩარევა ამ შემთხვევაში გარდაუვალია. მის გარეშე ამ ტიპის მორიელით დაკბენილი ადამიანი შესაძლოა ერთი საათის განავლობაში გარდაიცვალოს.
რეგიონში შტორმი და ქარბუქი ამ დრომდე გრძელდება.