დონეცკის ოლქში, ოჩერეტინის დასახლებაში რუსი ოკუპანტების თავდასხმას 2 გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა.
დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, აგრესორებმა დასახლებაზე იერიში დღეს დილით მიიტანეს.
“აღდგომის დილას, რუსმა ოკუპანტებმა ოჩერეტინის დასახლებაში 2 ბავშვს სიცოცხლე წაართვეს. მირუს ქუჩაზე სახლი, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, დაინგრა, 14 და 5 წლის გოგონები დაიღუპნენ”, – ამბობს კირილენკო.
მან თანამემამულეებს ფრონტის ხაზიდან ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
“გადაარჩინეთ თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლე. ყველაფერ დანგრეულს აღვადგენთ, მთავარია, ურდო შევაჩეროთ და მშვიდობიანი მოსახლეობა გადარჩეს”, – თქვა პავლო კირილენკომ.
ამასთან, მედიის ცნობით, უკრაინელმა მებრძოლებმა დონბასში რუსი ოკუპანტების 12 თავდასხმა მოიგერიეს.