აშშ, ევროკავშირი და „დიდი შვიდეული“ ზღვით რუსული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას კრძალავენ.
როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ სახელმძღვანელოშია მითითებული, აკრძალვა 2022 წლის 5 დეკემბრიდან ამოქმედდება, 2023 წლის 5 თებერვლიდან კი გაფართოვდება.
2 სექტემბერს „დიდი შვიდეულის“ (G7) სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებენ, რამაც უნდა შეამციროს ნავთობის გაყიდვებიდან შემოსავალი და შეასუსტოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების შესაძლებლობა.