ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეზიარა.
ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ეს დღე შაფასა, როგორც ისტორიული დღ. მისი თქმით, სააკაშვილი 40 დღე მშრალ მარხვაზე იყო, ნებაყოფლობით დიდი ღვაწლი გაწია, აღსარება ჩააბარა და ღირსეულად ეზიარა.
მიტროპოლიტმა სააკაშვილის ღვაწლზე საუბრისას ის შეადარა დავით აღმაშენებელს, დემეტრე თავდადებულს შეადარა.
მიტროპოლიტისვე ინფორმაციით, სააკაშვილს შიმშილობის შედეგი გარეგნულად ეტყობა და ის დასუსტებულია, თუმცა საღად აზროვნებს.
ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის თხოვნა იყო ზიარება და ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ პატრიარქმა გასცა ლოცვა-კურთხევა, რომ სააკაშვილს მიეღო ზიარება.