Site icon megatv.ge

დახურულია ინფორმაცია დროებითი გადახურვის პროექტის ირგვლივ – ,,ევროპა ჩვენი სახლია” გელათზე

,,გელათის მონასტრის ნაცვლად სოფელი გელათის შესასვლელი გზა გადაკეტეს მიმდინარე სამუშაოებზე დაკვირვების შესაძლებლობის შეზღუდვის მიზნით.” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლია” წერს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,ფოტოები შემოვლითი გზით მოვიპოვეთ

მიმდინარე სამუშაო – არსებული დროებითი სახურავის იმ სეგმენტის მოხსნას გულისხმობს, რომელიც საკურთხევლის აფსიდის კონქში არსებულ უნიკალურ მოზაიკას ფარავს.

სახურავის ახლით ჩანაცვლება უმოკლეს ვადაშია აუცილებელი, რადგან ამინდის გაუარესების შემთხვევაში მოზაიკის მდგომარეობის დამძიმებაა მოსალოდნელი!

კონსტრუქციის ამ სისწრაფით აწყობა ნაკლებად სავარაუდოა

ამ წუთამდე დახურულია ინფორმაცია დროებითი გადახურვის პროექტის ირგვლივ

უცნობია რა საინჟინრო გადაწყვეტით და ექსპერტიზით მიმდინარეობს სამუშაოები და დაცულია თუ არა რისკები მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების მიმართულებით.” – წერს ,,ევროპა ჩვენი სახლია” სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გელათის სამონასტრო კომპლექსი 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე დაიკეტა.

Exit mobile version