❗❗❗
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გელათის მონასტრის ძირითად ტაძარს ბოქლომი დაადეს.
სისტემის უუნარობის და ხელისუფლების უგულო დამოკიდებულების გამო გელათში შექმნილი კატასტროფის შედეგების შესახებ საზოგადოება ინფორმირებულია.
ამჯერად გვინდა გაუწყოთ, რომ დამოუკიდებელი მონიტორების გარეშე დარჩენილი პროცესი პირდაპირი მნიშვნელობით დაბოქლომდა.
წულუკიანის და მისი ნდობით აღჭურვილი რამდენიმე პირის (მათ შორის იმ “ექსპერტების, რომლებიც ყველა ეტაპზე უარყოფდნენ არსებულ რეალობას) გარდა არავინ იცის რეალურად რა ხდება ბოქლომს მიღმა დამძიმებულ მდგომარეობაში მყოფი გელათის კედლებზე.
სამინისტრო მხოლოდ ზოგადი შინაარსის ცნობების გავრცელებით შემოიფარგლება, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც მორიგ ჯერზე, ახალი იმპროვიზაციების შესახებ საზოგადოებას ვუყვებით, ბოქლომზე ჯერ არაფერი უთქვამთ!
ამჯერადაც ვითხოვთ დეტალური ინფორმაციის და ვიზუალური ფოტო და ვიდეო მასალის გაავრცელებას არსებულ მდგომარეობასთან და მიმდინარე დახურულ-დაბოქლომებულ პროცესთან დაკავშირებით!_ევროპა ჩვენი სახლია