10 დეკემბერს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. გარდაიცვალა ირინა კლდიაშვილი, საქართველოს სამარიტელთა კავშირის თანამშრომელი, ყოფილი მინისტრის, გოკა გაბაშვილის მეუღლე და რევაზ ლაღიძის შვილიშვილი…
ამ სამწუხარო ინფორმაციას ეხმიანება პროდიუსერი ანი ლაღიძე, რომელიც წერს:
„ეს რა ცუდი ამბავი მოგვივიდა სტამბულიდან, ღმერთო ჩემო. ვერ ვიჯერებ. სულ მქონდა იმედი, ჩემო ლამაზო და ტკბილო ირინა. ეს არ უნდა მომხდარიყო.
Lela Lagidze ლელაკო, შემოგევლე, სიტყვებს ვერ ვპოულობ. Tini Gabashvili Goka Gabashvili რა გითხრათ? რით განუგეშოთ? საშინლად ვწუხვარ…
უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა… ირინკა-ჩემი მამიდაშვილი”.
ირინა კლდიაშვილის გარდაცვალებას ეხმიანება მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი:
„ნათელში იყავი და მიყვარხარ ძალიან! Irina Kldiashvili მადლობა იმ სიყვარულისთვის რაც შენგან მიგრძნია ჩემი და ზოგადად მუსიკის მიმართ, ყოველთვის უსწორესი დეტალური აღნიშვნებით… მეტს უბრალოდ ვერაფერს ვერ ვამბობ. გპირდები, რომ ბევრ ბალადას მოგიძღვნი, რაც შენ და ჩვენი „ჯაზის სამეგობროს” ძალიან გვიყვარდა.
ოჯახს და მეგობრებს ვუსამძიმრებ!”
ჩემო უკარგესო, ულამაზესო და უკეთილესო გოგო – Irina Kldiashvili. შენთან გატარებული ყველა წუთი მოსწავლეობიდან მოყოლებული ერთად მუშაობამდე გაგრძელებული ბედნიერება იყო. დღეს მეტს ვერაფერს გეტყვი…P.S. შენი ბოლოს მოწერილი წერილი ვნახე ახლა – გპირდებით, რომ ძალიან მალე ყველაფერი ისე იქნება საქართველოში, როგორც შენ გინდოდა.
დამამუნჯა ამ ამბავმა. წარმოუდგენელი ტკივილია. აქ სულ პატარები ვართ ჩვენთან, კარნავალზე