Site icon megatv.ge

“დავით ოქიტაშვილი საქვეყნოდ ცნობილი თაღლითია” – გიგა შუშანია

“დავით ოქიტაშვილი საქვეყნოდ ცნობილი თაღლითია” – დავით ოქიტაშვილის ბრალდებებს გიგა შუშანია პასუხობს. როგორც შუშანიამ ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს განუცხადა მას არც არასდროს ჰქონია მოლოდინი რომ ოქიტაშვილი რამის გამკეთბელი იყო :

„დავით ოქიტაშვილი საქვეყნოდ ცნობილი თაღლითია და ის არაფრის გამკეთებელი არაა. არანაირ ინვესტორზე საუბარი არ ყოფილა. ეს იყო “Check in Georgia”-ს პროექტის ფარგლებში ბიუჯეტიდან ფულის გადმოქაჩვაზე, შემდეგ ამ ფულის გათეთრებაზე და ჯიბეში ჩადებაზე გათვლილი.

ახლა პრინციპული მერი და საკრებულო უნდა იბარებდნენ მას საკრებულოს სხდომაზე და იმ ცნობილი მასკარადის შემდეგ უნდა უუქმებდნენ ხელშეკრულებას, აკისრებნენ დავით ოქიტაშვილს  საჯარიმო სანქციებს, მაგრამ ყველამ იცის რომ ეს იყო ბერას დარეკილით მიღებული გადაწყვეტილება და სწორედ ბერას დარეკილის გამო იყო ასე თავჩახრილი ყველა იმ სამარცხვინო საკრებულოს სხდომაზე. მთავრი პრობლემა არის ის თუ როგორ უპრინციპოდ იქცევა ქუთაისის მერი და საკრებულო, რომლებმაც ისე გადასცეს ეს შენობა და ეს ქარხანა რომ კითხვაც არ დაუსვამთ საიდან მოიტანდა ამ ფულს, შემდეგ კი ერთი კითხვაც არ დაუსვამთ რატომ არ აკეთებდა შეპირებულ კონცერტებს გრანდიოზულ ბოლო ზარს და ა.შ. რა შუაშია ოპოზიცია კონცერტის ჩატარებასთან“- განაცხადა გიგა შუშანიამ ტელეკომპანია “მეგა ტვ”-თან საუბრისას.

დავით ოქიტაშვილი ქუთაისი არენაზე საზაფხულო პროექტების ჩავარდნას ოპოზიციური პარტიის, კერძოდ კი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მისი მისამართით გაკეთებულ ბრალდებებს უკავშირებს.

 

Exit mobile version