Site icon megatv.ge

“დაგვრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ჩამომდგარია მატარებელი”- ბესიკ ადამია ქუთაისში არსებული რკინიგზის სადგურის ახლებურად წარმოჩენის იდეით გამოდის

“მშვიდობის ბურთის” მონუმენტის ავტორი ბესიკ ადამია მორიგი ინიციატიცით გამოდის.   სურს, რომ   ქუთაისში, ბალახვანში მდებარე რკინისგზის სადგური ტურისტებისთვის  მიმზიდველ ლოკაციად  აქციოს და ახლებურად წარმოაჩინოს.  ამბობს, რომ როგორც ერთი რიგითი ქუთაისელი , მუდამ ფიქრობს გარკვეული წვლილი შეიტანოს ქუთაისის ცხოვრებასა და ქალაქის უკეთ წარმოჩენაში.

იდეის ავტორის განმარტებით, სადგურის შენობის თავსა  და ბოლოში ელმვალის წამყვანი კაბინის ფორმა დაემატება,  ამასთან ერთად, შენობის გარკვეულ ნაწილზე ისტორიული პირები, მათ შორის თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი იქნებიან გამოსახულნი.

ბესიკ ადამია ქუთაისის მერიასა და  რკინიგზის დეპარტამენტს იდეის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

Exit mobile version