Site icon megatv.ge

გურიაში მამა შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

“გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მცხოვრებმა ბრალდებულმა მამაკაცმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეორე შვილზე – 1999 წელს დაბადებულ მ.შ.-ზე.”- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განაცხადებაში.
დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
Exit mobile version