გლდანის ციხის საავადმყოფოს ცლიან. დეკანოზი გიორგი მამალაძე მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან “ვივამედში” გუშინ, ღამის 3 საათისთვის გადაიყვანეს.
სავარაუდოდ პენიტენციური სამსახური ათავისუფლებს იმ ფლიგელს, სადაც მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას აპირებენ.
დეკანოზ მამალაძის ოჯახი 3 წლის მანძილზე ითხოვდა პატიმარი სასულიერო პირის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, და მათთვის გაუგებარია რატომ მიიღო ეს გადაწვეტილება პენიტენციურმა ახლა.
თორნიკე მამალაძის თქმით, მისი ძმა უფრო ცუდადაც ყოფილა და ის მოთხოვნის მიუხედავად კლინიკაში არ გადაუყვანიათ.
თორნიკე მამალაძე ვივა მედის კლინიკაში ცოტა ხნის წინ მივიდა:
“სამი წელია მე-18 დაწესებულებაში იმყოფება და ეს დაწესებულება პირდაპირი მნიშვნელობით არის სასაკლაო. 3 წლის განმავლობაში პარალიზებულ მდგომარეობაშია და არანაირი მკურნალობა არ ჩატარებულა, რადგან რესურსი არ გააჩნია ამ საავადმყოფოს.
მითხრეს, რომ გადმოყვანილია “ვივა მედში”, მაგრამ გადმოყვანის მიზეზი უცნობია. თუ ეს არის თემების გადაფარვის მცდელობა, ჩემი ძმა ამ ბინძურ საქმეში არ აჰყვება მათ”,- ამბობს თორნიკე მამალაძე.
“ეს არის ზუსტად საპატრიარქოში დაბუდებულები რომ არიან მართლა კრიმინალები, მაგათი ნებით და მაგათი სურვილია, რომ დეკანოზს სიცოცხლე ყველანაირად მოუსწრაფონ. იქ არანაირი მდგომარეობა, არ არის, რაც პატიმარს სჭირდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ეს არა მარტო დეკანოზს, არამედ მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც უკვე ჩათვალეთ, რომ კრიტიკული მდგომარეობა რომ ექნებათ რამდენად გააკეთებენ იმ საქმიანობას, რაც მათ ევალებათ”,- ამბობს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
ცნობისთვის, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა დიაგნოზით გადაიყვანეს გიორგი მამალაძე სამოქალაქო კლინიკაში.