ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამას
გლაუკომის სამკურნალო პრეპარატები დაემატა:
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო აფინანსებს შემდეგ მედიკამენტებს:
◾ ტრავოპროსტი
◾ ტაფლუპროსტი
◾ ლატანოპროსტი
◾ თიმოლოლი
◾ ბრიმონიდინი
◾ დორზოლამიდი
◾ ბრინზოლამიდი
◾ ტრავოპროსტი+თიმოლოლი
◾ თიმოლოლი+პილოკარპინი
◾ ბრიმონიდინი+თიმოლოლი
◾ დორზოლამიდი+თიმოლოლი
◾ ბრინზოლამიდი+ბრიმონიდინი
გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს, მთელი წლის განმავლობაში, სრული დაფინანსებით მიიღებენ:
◾ სოციალურად დაუცველი პირები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს)
◾ პენსიონერები
◾ ვეტერანები
◾ შშმ პირები (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები)
◾ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა
შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს, მთელი წლის განმავლობაში, სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის, დიაბეტი ტიპი 2-ის, პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებიც. >>> იხილეთ მეტი