სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„რამხელა გულის ნაწილი ჩამწყვიტე გიგუნ… ვერ ვწერ დავმუნჯდი… ჩემთვის სიმამაცის, სიძლიერის, სიყვარულის, ერთგულების, მეგობრობის, ადამიანობის, საუკეთესო შვილის და კიდევ ბევრი, ბევრი საუკეთესოს მაგალითი ჩემი ადამიანი გამიფრინდა… ჩემი შეუპოვარი ლომი!“
„ჩემი წილი ბედნიერება წაიღო და გაფრინდა“
„ვერ ვიჯერებ, რომ ეს საოცარი, უჭკვიანესი ადამიანი აღარ არის… ყველაზე მიზანსწრაფული, მშრომელი და მაგალითი იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია. დაგვტოვა და გაფრინდა ანგელოზებთან… უზომოდ მტკივა გული და არც ვიცი, სხვა რა ვთქვა…“ – წერენ გარდაცვლილის ახლობლები.
ცნობისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხისა და ინდივიდუალური მხარდაჭერის სერვისების უზრუნველსაყოფად გიგა აბულაძემ “გიგას ჰაბის” სახით საინტერესო პროექტს ჩაუყარა საფუძველი, რომლის განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდა.