დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას კვლავ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, პანდემიას ვაქცინაციის გარდა სხვა ვერაფერი შეაჩერებს.
“ვაქცინაციის გარდა ამ პანდემიას სხვა ვერაფერი შეაჩერებს. დღესაც, სამწუხაროდ 45 ადამიანის გარდაცვალებაა, ტრაგედიაა ეს, ყოველ 24 საათში 40-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება. ამიტომ უნდა ავიცრათ ერთმანეთისთვის. დღეს 200-მდე სკოლა იმ 2000 სკოლიდან გადავიდა ონლაინ სწავლებაზე, იმიტომ, რომ სკოლაში ვრცელდება. ახალი ტალღები ყოველ 2 თვეში გვექნება. ცოტა ახლა დაიკლებს, მერე ისევ მოიმატებს და სამწუხაროდ გვექნება ასეთი ცუდი გამოსავალი,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 45 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 5 177 ინფიცირებული.