ახალციხეში გველმა არასრულწლოვანს უკბინა – როგორც გამოცემა “სამხრეთის კარიბჭესთან” ახალციხის რეფერალური კლინიკის მენეჯერი ამბობს, მოზარდი ჯერ ახალციხის ჰოსპიტალში შეიყვანეს, შემდეგ კი, იმავე დღეს თბილისში გადაიყვანეს.
სამი-ოთხი დღის წინ შემოიყვანეს ბიჭი, 12 წლამდე იქნებოდა გველის ნაკბენით, იმავე დღეს გადავიყვანეთ თბილისში. საგანგაშო მდგომარეობა არ ჰქონდა, – ამბობს ბესო ბურჯალიანი.
როგორც ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ამბობენ, ეს გველისგან დაკბენის მეორე შემთხვევაა.]