გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციევროკავშირს მოუწოდებს, გაამარტივოს ახალი წევრების მიღების წესები. ერთ-ერთ ინტერვიუში შოლცმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოებისთვის არა მხოლოდ მიმღები ქვეყნები, არამედ თავად EU-ც უნდა ემზადებოდეს.
“ამისთვის ევროკავშირმა თავისი სტრუქტურები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი მოდერნიზებული უნდა გახადოს. ყოველთვის არ იქნება შესაძლებელი ყველაფრის ერთხმად გადაწყვეტა, თუნდაც დღეს ეს პროცედურა ერთსულოვნებას მოითხოვს”, – თქვა მან.
ამასთან დაკავშირებით შოლცი პარასკევს ევროკავშირის სამიტზეც ისაუბრებს. სამიტზე 27 წევრი ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს განაცხადს განიხილავს. 17 ივნისს, ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვასთვისსტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა. საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები მოითხოვა.