გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის განცხადება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით :
გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას. ცილისწამების ახალი ფაზა ეხება ე.წ. დაზიანებებს თითქოს, ყრმა იესოს სახეზე ბზარი მძიმე ისტორიული წარსულის შედეგი კი არა,ახლად მიღებული დაზიანებაა. ეს არაპროფესიული და არაეთიკური ქმედებები ემსახურება გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ გელათის კომპლექსში მიმდინარე საკვლევ-საკონსერვაციო ქმედებების დისკრედიტაციას.
სამწუხაროა, რომ ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობას იღებენ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გათვითცნობიერებული პირებიც, რომელთაც უნდა იცოდნენ, რომ გელათის მოზაიკური კომპოზიცია მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 80-იან წლებშიც, რასაც დიდწილად განაპირობებდა მონასტრის სიახლოვეს მიმდინარე კარიერული აფეთქებები. აღნიშნული მძიმე გარემოებიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და გამოჩენილმა ქართველმა კონსერვატორმა, აწ განსვენებულმა კარლო ბაკურაძემ, მოზაიკური კომპოზიციის გადასარჩენად ფასდაუდებელი საკონსერვაციო პროექტი განახორციელა. ბატონმა კარლომ მოახდინა 85% საფუძველს მოცილებული მოზაიკური კომპოზიციის ფიქსაცია და გამაგრება. სწორედ ამ საკონსერვაციო პროექტის განხორციელების შემდეგ, 1991 წელს, მოხდა ფოტო-გადაღება და აღნიშნული მასალა დღესდღეობით ინახება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის არქივში.
ფართო საზოგადოებას გვინდა გავაცნოთ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოების ანალოგი, რომელიც 1991 წელს არის გადაღებული და რომელიც გამოთხოვილ იქნა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის არქივიდან: იხილეთ შედარებითი ვიზუალიზაცია:
აღნიშნული მასალა ცხადად აჩვენებს, რომ არსებული დაზიანებები მაშინაც აღენიშნებოდა მოზაიკას და ამის დაბრალება დღეს მიმდინარე პროცესზე ან ამორალურობაა ან სრული უმეცრება!
დეზინფორმაციის გამავრცელებლებს გვსურს ასევე შევახსენოთ, რომ მე-20 საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მესვეურთა მხრიდან, ათწლეულების განმავლობაში, არ დამდგარა საკითხი მოზაიკური კომპოზიციის მდგომარეობის შეფასებისა და შემდგომი კვლევისა, ვიდრე, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ არ იქნა მოწვეული მოზაიკის კონსერვაციის მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტი – პროფესორი რობერტო ნარდი. მისი დიდი ძალისხმევითა და უაღრესად ფრთხილი მიდგომით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოზაიკის მდგომარეობისა და მასალების სპეციფიკაციის კვლევა, რათა ზუსტად და უსაფრთხოდ დაიგეგმოს მომავალი საკონსერვაციო მიდგომები და მეთოდოლოგია. – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში .
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, Coca-Cola Bottlers Georgia-მ საახალწლო ქარავანი გააუქმა. "კოკა-კოლა მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდია, დასავლური ღირებულებებისა და იდეალების ერთგული. დღიდან დაარსებისა, ისწრაფვის, გააუმჯობესოს საზოგადოების ცხოვრება, ახალგაზრდებს მისცეს მოტივაცია და რწმენა,...
საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „11 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე...
ემანუელ მაკრონისა და ბიძინა ივანიშვილის საუბრის შესახებ "ქართული ოცნება" დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. ტექსტში ნათქვამია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ თემაზე განუმარტა,...
გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან. ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, რათა სოლიდარობა გამოვხატო...
ხანგრძლივ სიცოცხლეს მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება როდი განაპირობებს. ჩვენთვის დათმობილ დროზე შეიძლება გავლენა ზოდიაქოს ნიშანმაც იქონიოს. ასეთი ურთიერთობა ასტროლოგებმა აღმოაჩინეს და ჰოროსკოპის ტოპ-5 ლიდერი გამოავლინეს, რომლებიც...
2025 წლის „ოქროს გლობუსის“ ნომინანტები ცნობილია. წლევანდელი დაჯილდოების რეკორდსმენი ჟაკ ოდიარის ფილმი „ემილია პერესია“, რომელმაც 10 ნომინაცია დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ჯენიფერ ლოპესი, ლედი გაგა და მერილ სტრიპი ნომინაციების გარეშე დარჩნენ....
ჩინელი დაახატავს მაცხოვარს კუბოზე და იმას დაწვავ თუ ქართველი რა მნიშვნელობა აქვს რა გამართლებაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აქციაზე...
ახლა მთავარია ზეწოლის გაძლიერება, თავისთვის არაფერი არ მოვა. საჭიროა ბევრი ახალი ფორმის პოვნა, მოულოდნელი მხრიდან შეტევები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დიდი...
შრომის ინსპექცია მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოს, მიმდინარე პროტესტის ფონზე შრომის ინსპექციის სამსახურს თანამშრომლები ტოვებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება. „საზოგადოების...
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს და მიუღებლად მიიჩნევს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შემოთავაზებული პროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ავალებს...