Site icon megatv.ge

გაჩერებაზე მისულებს ვეღარ გაგვახსენდება, რომ სექტორში კონსპექტი დაგვრჩა – რას წერს თსუ-ის სტუდენტი

თსუ-ის სტუდენტი სალომე დარბაიძე სოციალურ ქსელში სტუდენტობასა და გამოცდების შესახებ წერს:
ეჰ, იყო დრო, როცა ამ დროს ადგილების მიხედვით ერთმანეთს ბილეთის ნომრებს ვუთვლიდით. სხვათა შორის, რამდენჯერმე დაემთხვა კიდეც.
ახლა კიდე არც სექტორების ძებნა მოგვიწევს, ვეღარც გარდერობთან დაგვხვდება კეთილი ქალბატონი სიტყვებით: “აბა შენ იცი, შვილო”
“გამოიტანეთ ტელეფონები და კონსპექტები” – სანატრელი ხმა.
“27-ე სიცილს მორჩი ან გადი”
“ვინმეს კალამი ხომ არ გაქვთ”
“შავი ფურცელი მეც მინდოდა”
და რაც მთავარია, გაჩერებაზე მისულებს ვეღარ გაგვახსენდება, რომ სექტორში კონსპექტი დაგვრჩა (გეგონება გამოცდის წინა დღემდე წაგვეკითხოს, გამოცდის შემდეგ ხო რას ამბობ)
გამოცდამდე რამდენიმე საათით ადრე, მეტროში მეცადინეობაზე აღარ ვსაუბრობ.” – წერს სალომე დარბაიძე.
Exit mobile version