გერმანიაში, ოლდენბურგში, 8 წლის ბავშვს ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდნენ. საბოლოოდ, ის საკუთარი სახლიდან დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით, საკანალიზაციო მილში, ცოცხალი იპოვეს, – ამის შესახებ BBC წერს.
საკანალიზაციო სისტემის თავსახურიდან ბიჭის ხმა გამვლელმა შემთხვევით გაიგო, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა.
პოლიციის ინფორმაციით, ბავშვი საკანალიზაციო ჭაში ჩავიდა და ორიენტაცია დაკარგა.
ბიჭი საავადმყოფოში ჰიპოთერმიით გადაიყვანეს, თუმცა სერიოზული დაზიანებები არ აქვს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.