მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს მანქანა გაუტეხეს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მძარცველებმა საფულე ვერ იპოვეს.
„ჩემს სადარბაზოსთან ჩემი მანქანა გაუტეხავთ, გადმოუყრიათ ყველაფერი, საფულე გადარჩა, ვერ იპოვეს.
P.S ამის მერე საფულეს აღარ დავტოვებ მანქანაში,” – წერს ნოდიკო ტატიშვილი.