გარდაცვლილი და-ძმის დედის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

გარდაცვლილი და-ძმის დედა ახალციხიდან გამოძახებულმა რეანომობილმა ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა. როგორც კლინიკის მედპერსონალმა TV9NEWS.GE-ს განუცხადა, ნელი გორგოძის მდგომარეობა მძიმეა. ,,პაციენტი ცოცხალია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა” – გვითხრეს ღუდუშაურის კლინიკაში. 28 ოქტომბერს, ახალციხე-ადიგენის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად და-ძმა გარდაიცვალა. ისინი სახლში, აბასთუმანში გადაასვენეს. მძიმედ დაშავდა მათი დედა, რომელიც კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის … ვრცლად გარდაცვლილი და-ძმის დედის მდგომარეობა კვლავ მძიმეა