Site icon megatv.ge

გარდაიცვალა მამაკაცი, რომელმაც კარაოკე გამოიგონა

100 წლის ასაკში გარდაიცვალა კაცი, რომელმაც კარაოკე გამოიგონა. საუბარია იაპონელ ინჟინერზე, ბიზნესმენსა და ინოვატორზე, შიგეიჩი ნეგიშიზე. სწორედ მან გამოუშვა 1967 წლის კარაოკეს მოწყობილობა, სახელწოდებით Sparko Box.

2018 წელს, Alt-თან ინტერვიუში, ნეგიშიმ შთაგონების მთავარი წყარო გაგვიმხილა: “საოფისე დღე იყო, დერეფანში ღიღინით მივდიოდი. უცბად, ჩემმა თანამშრომელმა დამიძახა, თქვენ არ ხართ კარგი მომღერალი, მისტერ ნეგიშ. მივხვდი, ჩვენ ყველას გვჭირდებოდა მოწყობილობა, რომელიც მიკროფონს, დინამიკსა და ფირფიტას გააერთიანებდა. ასე ყველას მეტი თავდაჯერება გვეძლევა, რათა ვიმღეროთ, თუნდაც სხვები იწუნებდნენ”.

“Sparko Box” მოწყობილობას მოციმციმე განათებისა და დიზაინის გამო ეწოდა. ნეგიშიმ პირველად იგი შვილთან ერთად გამოცადა. შემდეგ კარაოკეს ყუთი მეგობრებს გააცნო და საყოველთაო დაინტერესების შემდეგ, გადაწყვიტა, მისი მასობრივი წარმოება დაეწყო. საწყის ეტაპზე რესტორნებში, სასტუმროებსა და ბარებში 8 000 Sparko Box გაიყიდა, კარაოკე კი მთელს მსოფლიოში პოპულარული გახდა.

შიგეიჩი ნეგიშის მოწყობილობა არასდროს დაუპატენტებია. ამის მთავარ მიზეზად იგი იმდროინდელ იაპონიაში დაპატენტების პროცესის სირთულეებს ასახელებდა. მიუხედავად ამისა, იგი ყველასათვის ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელმაც კარაოკე გამოიგონა.

Exit mobile version