ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში ავტომობილი გადავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. 20 წლამდე ბიჭი და გოგონა რომელსაც დღეს 19 შეუსრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში ხუთი ახალგაზრდა იმყოფებოდა, სამმა მათგანმა გამოსვლა მოახერხა.შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ბრალდებული ისჯება თავისუფლების აღკვეთის ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.