Site icon megatv.ge

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას, იმ პირების მიმართ, ვინც ძალას გადაამეტა, სათანადო ღონისძიებები არ გატარებულა – NDI

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას, იმ პირების მიმართ, ვინც ძალას გადაამეტა, სათანადო ღონისძიებები არ გატარებულა.

კერძოდ, იმ რესპონდენტების 71 %, ვინც მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა 20 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად, ამბობს, რომ იმ პირების მიმართ არ გატარებულა სათანადო ღონისძიებები, ვინც ძალას გადაამეტა.

გამოკითხულთა 16 % ამბობს, რომ ძალის გადამეტების გამო შესაბამისი პირების მიმართ სათანადო ღონისძიებები გატარდა, კითხვაზე პასუხი „არ ვიცი“ კი რესპონდენტთა 14 %-მა დააფიქსირა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ.

Exit mobile version