ემბერ ჰარდისა და ჯონი დეპის მორიგ სასამართლო პროცესზე ბევრი ახალი დეტალი გამოიკვეთა, ჯონის ყოფილმა ცოლმა ბოლოს და ბოლოს აღიარა, რომ ქმარს ხშირად სცემდა. მანამდე კი წყვილის უჩვეულო რუტინის შესახებ გახდა ცნობილი. 58 წლის ჯონი დეპმა 2015 წლის დაპირისპირება დეტალურად მოყვა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც წყვილი ავსტრალიაში იმყოფებოდა, მაშინ დეპი „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ფილმზე მუშაობდა. ყველაზე სასტიკი შეხლა-შემოხლა ფურგონში იყო, როდესაც ემბერმა მას შუა თითი წააგლიჯა.
„გაგიჟებული და შეპყრობილი ბართან მოვარდა და არყის ორი ბოთლი მესროლა, მე თავი ჩავწიე, პირველი ამცდა, ხელი მაგიდაზე მედი და მეორე ბოთლი ხელში მომახვედრა და თითი წამაწყვიტა, ტკივილი საერთოდ არ მიგრძნია“, – იხსენებს ჯონი.