ამაზონის“ დამფუძნებელი, 58 წლის ჯეფ ბეზოსი და ტელეწამყვანი, 52 წლის ლორენ სანჩესი უკვე ერთი წელია ერთმანეთს ხვდებიან. წყვილს ხშირად იღებენ გლამურულ ღონისძიებებსა და ძვირად ღირებულ იახტებზე. ამჯერად კი ისინი ლონდონის ქუჩებში, ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ.
ჯეფს 600 ევროიანი თეთრი ჯინსის შარვალი ეცვა, რომელიც „ბრუნელო კუჩინელის“ უახლესი კოლექციიდანაა. აღნიშნულ „ლუქს“ მან ყავისფერი მაისური შეუხამა. რაც შეეხება ჯეფის გოგონას, სანჩესს თეთრი მინი-კაბა ამშვენებდა, ყელზე კი ავი თვალისგან დამცავი ყელსაბამი ეკეთა.აი, ბოლოს და ბოლოს ანჯელინა ჯოლისთან განშორების შემდეგ, ბრედი კვლავ შეყვარებულია. სანდო წყარომ გამოცემა People-ს აცნობა, რომ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცის გული კვლავ დაკავებულია და ის ვიღაცას ხვდება. თუ ვინ არის ის გამორჩეული ქალბატონი, რომელმაც ბრედი მონუსხა, ჯერჯერობით არ სახელდება.
„ის ვიღაცას ხვდება, თუმცა ჯერჯერობით ეს ურთიერთობა სერიოზული არ არის“, – აცხადებს ინსაიდერი.