ბრატისლავის სლოვანის ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ და ადგილობრივმა ფორვარდმა ივან საპონიჩმა გუნდის ქომაგები შემდეგ საშინაო მატჩზე ლუდზე დაპატიჟეს.
საქმე იმაშია, რომ 10 დღის წინ სლოვაკეთის ჩემპიონატის ტურში ჯაბა კანკავამ და ივან საპონიჩმა სადებიუტო გოლები გაიტანეს. ფანებმა კი დაიწყეს სიმღერა, რომ პირველი გოლის ავტორებს მათთვის ლუდის საფასური უნდა გადაეხადათ. როგორც ჩანს, ორივე ფეხბურთელმა აასრულა ფანების სურვილი.
“მატჩის შემდეგ ჯაბა კანკავა დაინტერესდა, რას მღეროდნენ გუნდის ქომაგები. მენეჯერს და თანაგუნდელებს სთხოვა გადაეთარგმნათ და მათი სურვილის რეალობაში მოყვანა გადაწყვიტა. ჯაბა არის ტიპური მაგალითი იმისა, როცა მოქმედება სიტყვებს წონის,”- წერს სლოვანის ოფიციალური გვერდი.