საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთის გუნდთან 41 – 15 დამარცხდა. საქართველომ ორი ლელო დადო – 46-ე წუთზე ეს ვასილ ლობჟანიძემ გააკეთა, 64-ე კი აკაკი ტაბუცაძემ. აღსანიშნავია ისიც, რომ მატჩს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.
საქართველოსთან მიწისძვრა მოხდა
საქართველოს საზღვრიდან 26 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. კერძოდ, ინფორმაციის თანახმად, დღეს თბილისის დროით 16:20-ზე მოხდა 4.2(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა რუსეთში, ინგუშეთში,...