ბორჯომი-თბილისის ცენტრალურ გზაზე, მსუბუქი ავტომობილი მცირეწლოვანს დაეჯახა. მომხდარის შედეგად, დაშავდა 10 წლის ბავშვი.
დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს ბეჭის არეში მცირე დაჟეჟილობა აღენიშნება, მიმდინარეობს გამოკვლევა და მეთვალყურეობა. არასრულწლოვანს საავადმყოფოდან სავარაუდოდ დღის ბოლომდე გაწერენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ. 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: ბორჯომი tv