„ბორჯომის“ ქარხნის მუშები გაიფიცნენ და აქციას მართავენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი დიასამიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, გაფიცული მუშების მთავარი მოთხოვნაა, რომ ხელფასები გაეზარდოთ.
“აქცია უკვე დაწყებულია. მობილიზებულები ვართ. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ხელფასების მომატება დაიწყოს, ასევე აღიკვეთოს მუქარა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი დიასამიძემ.