ბოლნისში ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ. დანაშაულის თაობაზე ქმარმა სამართალდამცავებს თავად აცნობა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ- ქვეპუნქტითაა აღძრული.