ბობოყვათის სამკერვალოში, სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა გაჟონა. ტექსტილის სამკერვალოში 2000-მდე ადამიანია დასაქმებული. არსებული ინფორმაციით, 6 ადამიანი ინტოქსიკაციით კლინიკაშია გადაყვანილი.
ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკური სამსახურები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პოლიცია.
როგორც „პრაიმტაიმს“ „აჭარის სოკარ გაზში“ უთხრეს, ადგილზე იმყოფებოდა მობილური ჯგუფები, მათივე თქმით გაზის გაჟონვა შენობის გარეთ 3 დღის მოხდა, (სამუშაოების ჩატარების დროს, ტექნიკა გაზის მილს გამოედო). რაც შეეხება შენობაში გაზის გაჟონვას, ფაქტი არ დასტურდება, რადგან შენობაში გაზის მიწოდება 6 დღეა გათიშული იყო.