Site icon megatv.ge

ბარემ ისინი დამინიშნე ვინ ავირჩიო, ვინ არ ავირჩიო-მეუფე იაკობი

“ყველა ჩვენ გადაგვეკიდა ქართველებს. რა უნდათ, ვინ რას აშავებს, ვინ რას აკეთებს. ეს კანონი არ მიიღო, ბარემ ისინი დამინიშნე ვინ ავირჩიო, ვინ არ ავირჩიო. მოგვეცით საშუალება ჩვენი გონიერებით ვიცხოვროთ. წარამარა რუსული კანონი, რუსული ხელისუფლება , რა გინდათ ბრიუსელში რომ მიდიხართ და რაღაცაზე ხელს აწერთ, ბრიუსელმა რა უნდა მითხრას – ჩვენ ვართ ამომრჩევლები საქართველოში . ჩვენ გვინდა ამ ახალგაზრდობას თუ ძველგაზრდობას , შუხანის ხალხს კარგი ცხოვრება გვქონდეს ვინ ეკიხთება იმას იქედან ჭკუა გვარიგოს.ქართველები ვართ, სხვანაირი ერი ვართ . ისევე როგორც მე არ მეკითხება ამერიკაში რა ხდება, იქ რა ხდება, მიხედავენ თავიანთ თავს და ჩვენ დაგვაცადონ ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვროთ და ნუ გვირევენ სიტუაციას. მეგობარივით არავინ არ იქცევა პირდაპირ გეტყვით, ეს არ არის მეგობრობა. თავიანთი გადასახედიდან კიდევ ერთელ გეტყვით ვერ გავამტყუნებ იმიტომ რომ ურჩევნიათ ქართველები გაწირონ , ვიდრე თავიანთი ერი და როგორ უნდა დაძრახო . ქართველი კიდე ეს ერია რომელსაც არც თავის გაწირვა უნდა და არც სხვისი . ამითი განვსხვავდებით, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანობა შევინარჩუნეთ. ევროპამ ქრისტიანული ღირებულებები დაკარგა . მე მინდა მივმართო ოპოზიციას-პროპაგანდაზე იმის მიღება რომ უნდათ, კანონის და ეგ არ არის აქტუალურიო, სხვა თემებიაო და სხვა თემები გავიაროთო.ისინი რომ არიან ვენეციის კომისია , ვენეციის კომისია გვირჩევს რომ თურმე ჩვენს კონსტიტუციაში ცვლილება უნდა შევიტანოთ და ასევე დავაკანონოთ ის რაც ჩვენთვის უმსგავსობაა.იმათ თავიანთ ქვეყანაში მაგი თუ კარგად მიაჩნიათ ქონდეთ, ხომ არ ვეუბნებით ნუ გაქვთო . არავინ არ ეკითხება არც ვენეციის კომისიას , არც ევროსაბჭოც , არც ამერიკას, არც რუსეთს , არც თურქეთს, არც ირანს ქორწინება ქალის და მამაკაცის არის თუ არა.”

ამონარიდი მეუფე იაკობის ქადაგებიდან.

Exit mobile version