50 წლამდე მამაკაცი, რომელიც ბათუმში დაჭრეს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით შუახნის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
დაჭრილი მამაკაცი, მძიმე მდგომარეობაში, სამედიცინო დაწესებულებაში იყო გადაყვანილი. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შემთხვევა დღეს ბათუმში, ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში მოხდა.