“ქართული ოცნების” ოფისთან საპროტესტო აქცია იწყება.
პოლიტიკურ ზეწოლასა და შანტაჟს შეწირული ნუგზარ ფუტკარაძის სატელეფონო ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს.
მობილიზებულმა პოლიციამ აქტივისტებს ხმის გამაძლიერებლის მიტანის საშუალება არ მისცა, რასაც შეკამათებაც მოჰყვა.
მმართველი პარტიის მიერ, ნაციონალური მოძრაობსი წევრის გადაბირება, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატის გარდაცვალებით დასრულდა, ივანიშვილის პარტიის ოფისთან პროტესტის მიზეზი ხდება.
ენმ-მ აუდიოჩანაწერები გუშინ გაასაჯაროვა.