მსახიობ მერაბ ნინიძის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, მას დედა გარდაეცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და რეჟისორი რევაზ შატაკიშვილი ავრცელებს.
„მერაბ ნინიძის დედა გარდაიცვალა – ქალბატონი მანანა…
ოდესღაც, წინა საუკუნეში, ჯერ კიდევ რომ ჩემ მიერ დაარსებულ გაზეთ „ფიქრებს” გამოვცემდი, ვრცელი ნარკვევი მქონდა მერაბ ნინიძეზე.
მაშინ შევხვდი და გავიცანი ეს გულისხმიერი ქალბატონი. ნამდვილად გიჟი დედა… შემდეგ, „დილის გაზეთში” მოვამზადე კიდეც მისი პორტრეტული ნარკვევი რუბრიკაში „დედები”.
ახლა გავიგე რომ გარდაიცვალა… სადღაც, რაღაც ჩამწყდა”, – წერს რევაზ შატაკიშვილი.