შიდა ქართლში,ახალსოფელში ძმამ ძმა მოკლა. 31 წლის ვანო კუცარაშვილმა საკუთარ ტყუპისცალს სამზარეულოს დანით 10-მდე ჭრილობა მიაყენა.
დაპირისპირება დედმამიშვილებს შორის სუფრაზე დაიწყო. დანაშაულში ბრალდებული ძმა დაკავებულია და მას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თანასოფლელები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, დაჭრილი კლინიკაში დაგვიანებით გადაიყვანეს, რადგან ოჯახის წევრები ჭრილობებს საგანგაშოდ არ თვლიდნენ, ან ფაქტის გახმაურება არ უნდოდათ.
“ვარაუდით ვამბობთ, რომ ეშველებოდა, რომ თავის დროზე წაყვანათ, ალბათ დამალეს, ან ცდილობდნენ იქნებ ვუშველოთო, მილიციისაც ხო იცით, ერიდებათ. ეგონათ, რომ ალბათ გადარჩებოდა, თორემ რატომ დააგვიანებდნენ”, – ამბობს ადგილობრივი.
“გორმედში” ამბობენ, რომ კილინიკაში შეყვანის დროს კაცს დაახლოებით 3 ლიტრი სისხლი უკვე დაკარგული ჰქონდა, მას გული გაუჩერდა და გაწეული დახმარების მიუხედავად პაციენტი ვერ გადაარჩინეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, მუხლი 13-დან 17-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.









