აშშ-ში, არკანზასის შტატში, ორი ვადით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 24 წლის კაცს, რომელმაც პოლიციის ერთი ოფიცერი მოკლა, მეორე კი დაჭრა, – ამის შესახებ ABC News-ი წერს.
შემთხვევა 2020 წელს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, პოლიციამ მისი ავტომობილი გააჩერა, თუმცა, კაცი გაიქცა და ადევნებულ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა.
„შენს ქმედებებს – იმ ტკივილსა და ტანჯვას, რომელიც ამდენ ადამიანს მიაყენე, გამართლება არ აქვს“, – უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს.
კაცს, მკვლელობის გარდა, ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვაში, დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევაში, მთავრობის ოპერაციაში ხელის შეშლასა და გაქცევაშიც ედებოდა.
საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ