საწვავზე, სურსათსა და ქირაზე მზარდი ფასების ფონზე, აშშ-ში წლიური ინფლაცია 9.1-მდე გაიზარდა, რაც 1981 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) მაისიდან ივნისამდე პერიოდში 1.3%-ით გაიზარდა, ხოლო 12 თვის განმავლობაში – 9.1%-მდე.
როგორც ეკონომისტები აცხადებენ, სამომხმარებლო ფასების ზრდა გლობალური მიწოდების ჯაჭვების შეფერხებით არის გამოწვეული.
გარდა ამისა, უკრაინაში მიმდინარე ომმა, რამაც სურსათისა და საწვავის გლობალური ფასების ზრდა გამოიწვია, ასევე გააუარესა სიტუაცია.