მწვანე ჩაი ცნობილია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით, მაგრამ მას ასევე შეუძლია გააბედნიეროს ადამიანი. NY Post-ის ცნობით, წინა კვლევებმა აჩვენა სასმლის სარგებელი, როგორიცაა გულის ფატალური დაავადებისა და ინსულტის რისკის შემცირება და რომ მას შეუძლია განწყობის გამაძლიერებელი მოქმედება.
„მეცნიერულად, მწვანე ჩაი შეიცავს ბიოაქტიურ ნაერთებს, რომლებიც ინარჩუნებენ გონებას კონცენტრირებულად და ამავე დროს სიმშვიდეს“, – ამბობს ტვინის ჯანმრთელობის კვების ექსპერტი.
იაპონიაში, სადაც ადგილობრივები სარგებლობენ ჟასმინით გაჟღენთილი მწვანე ჩაით, აქვთ კიბოს, გულის დაავადებების და დემენციის უფრო დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე სხვაგან.
მუნმა განმარტა, რომ მწვანე ჩაის ძირითადი კომპონენტებია კოფეინი, თეანინი, არგინინი და EGCG. ამ ბიოაქტიური ინგრედიენტების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და გუნება-განწყობის გამოკეთება.
2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც კვირაში მინიმუმ სამ ფინჯან მწვანე ჩაის სვამდნენ, 21%-ით ნაკლებად იყვნენ დეპრესიაში.
2017 წლის მიმოხილვის მიხედვით, მწვანე ჩაის კოფეინისა და დამამშვიდებელი L-თეანინის კომბინაციამ ასევე აჩვენა, რომ ამცირებს შფოთვას, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და აძლიერებს მეხსიერებას და ყურადღებას .
მიუხედავად იმისა, რომ მწვანე ჩაი, რა თქმა უნდა, დაგეხმარებათ განწყობის ამაღლებაში, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს არ არის ერთადერთი საშუალება და საჭიროების შემთხვევაში უნდა მიმართოთ სპეციალისტს.
წყარო: პრაიმ ტაიმი