ახალგაზრდა აქციაზე მძიმედ დაშავდა. კლინიკის ექიმის შეფასებით მისი მდგომარეობა მძიმე არის:
“პაციენტი, 21 წლის, მიღებულია სკალპის ღია ჭრილობით , შუბლის, ძვლის და თვალბუდის ზედა კიდის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით, შესაბამისად, თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე ამ დროისათვის შენარჩუნებულია. თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევით, დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა საოპერაციო ბლოკში , ჩაუტარდა დაზიანებული ფრაგმენტების ამოკვეთა, ამ მომენტისათვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას, ჩაუტარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე. ჭრილობაში არ იქნა ნანახი უცხო სხეული. პაციენტი შემოყვანილია დაახლოებით დილის 4 საათზე და დაუყოვნებლივ გადაყვანილი საოპერაციო ბლოკში. ამ ეტაპისთვის მისი მდგომარეობა შეესაბამება მის პოსტტრავმულ მდგომარეობას, იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ, სტაბილური ჰემოდინამიკით. მართვით სუნთქვაზეა ბუნებრივად, იმიტომ რომ იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ” – ამბობს ექიმი ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანილ ახალგაზრდაზე.