“ასე მგო­ნია, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქურ­დე­ბი სა­ფი­ჩხი­ა­ზე და­ი­ბად­ნენ…” – დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე  ქუთაისის უბნებად დაყოფაზე, საფიჩხიელობასა და იმ განსაკუთრებულ მიზეზეს საუბრობს თუ რატომაც დარჩა ქალაქში. ინტერვიუს AMBEBI.GE აქვეყნებს. – უბა­ნი კი­დევ ცალ­კე თე­მაა… მე ძი­რძვე­ლი სა­ფი­ჩხი­ე­ლი ვარ, და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე იქ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახლა უკვე ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ვცხოვ­რობ, ლადო მეს­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის წინ და ყო­ველდღე ამ შე­ნო­ბას ვუ­ყუ­რებ, რო­მელ­შიც გა­ვი­ზარ­დე. ჩემი სა­ძი­ნებ­ლი­დან, სამ­ზა­რე­უ­ლო­დან და ნე­ბის­მი­ე­რი ფან­ჯრი­დან თე­ატრს გავ­ცქე­რი და დარ­ბაზ­ში დაკ­რუ­ლი ტაში ხში­რად სახ­ლში შვილს მიღ­ვი­ძებს, რა­მაც გა­და­მა­ტა­ნი­ნა სა­ფი­ჩხი­ის და­ტო­ვე­ბა. პრინ­ციპ­ში, შორ­საც არაა… სა­ფი­ჩხია, ჭომა, გორა, ბა­ლახ­ვა­ნი – ეს ოთხი უბა­ნი ყვე­ლა­ზე ძვე­ლია ქუ­თა­ის­ში. ამი­ტომ, სა­ფი­ჩხი­ე­ლი რომ ხარ, უკვე ორ­მა­გად ქუ­თა­ი­სე­ლი ხარ. ეს ის უბა­ნი­ცაა, სა­დაც თითო ოჯახ­ზე ორი სული ქურ­დი მო­დი­ო­და. ასე მგო­ნია, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქურ­დე­ბი სა­ფი­ჩხი­ა­ზე და­ი­ბად­ნენ… მარ­თა­ლია, რთუ­ლი უბა­ნი იყო, მაგ­რამ ეს იყო ად­გი­ლი, სა­დაც ვი­ო­ლი­ნო­თი გა­ივ­ლი­დი და „სკრი­პ­კას“ არა­ვინ მო­გა­ძა­ხებ­და. ბიჭი გრძე­ლი თმით და სა­ყუ­რით გა­მოჩ­ნდე­ბო­და და შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვინ მი­ა­ყე­ნებ­და. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­ნი­ა­ნი უბან­ში არა­ვის უცე­მია. სა­ფი­ჩხია იყო ტო­ლე­რან­ტო­ბის, შემ­წყნა­რებ­ლო­ბის, მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, თავ­სე­ბა­დი უბა­ნი, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და და ერ­თმა­ნეთს პა­ტივს სცემ­და დიახ, სა­ფი­ჩხია და ქუ­თა­ი­სი მა­გა­ლი­თი იყო, რო­გორ უნდა ეცათ პა­ტი­ვი გან­სხვა­ვე­ბუ­ლის­თვის! აი, კი­დევ ერთი მი­ზე­ზი, … ვრცლად “ასე მგო­ნია, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქურ­დე­ბი სა­ფი­ჩხი­ა­ზე და­ი­ბად­ნენ…” – დათო ლიკლიკაძე