”
ქუთაისი,ნეკრასოვის 5 – აქ,ამ ეზოში თუ ვინმე შეიხედავს და გულგრილად ჩაივლის ყოჩაღ მის გულისხმიერებას.
აქ ერთი უნიჭიერესი გოგო ცხოვრობს მაია ტაბლიაშვილი (თუ ამას სიცოცხლე და ცხოვრება ჰქვია) მსგავს გაუბედურებულ ყოფაში, ალბათ მთელ საქართველოში არავის უწევს არსებობა.
მაიას სამედიცინო განათლება აქვს, დამთავრებული აქვს აგრეთვე მუსიკალური ათწლედი და სამხატვრო სკოლა.ხატავს,ქმნის დიდებულ მხატვრულ ნამუშევრებს.არის მადლიერების სახლის ბენეფიციარი.
სასწრაფოდ მივმართავ ქალაქ ქუთაისის ხელისუფლებას,შეამოწმონ შესაბამისმა სამსახურებმა მისი საცხოვრებელი პირობები და დაუყონებლივ,ვიდრე ტრაგიკულ შედეგს არ მივიღებთ გადაიყვანონ ეს მარტოხელა, ნიჭიერი ქალბატონი სადმე დაცულ , ელემენტარული პირობების მქონე სახლში.
მე გთავაზობთ ფოტოებს და განაჩენი თქვენთვის მოგვინდვია ჩემო ძვირფასო ქართველებო. ” – წერს ირმა ქურასბედიანი სოციალურ ქსელში