ჰერჩინსკი, რომელმაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას, დააბულინგეს თავისივე მომხრეებმა უცხოეთიდან, აქ არსებულმა იმ ხალხმა და ოპოზიციამ, ვისაც ჰერჩინსკი უჭერდა და უჭერს მხარს და მისმა „საყვარელმა“ ე.წ პრეზიდენტმაც კი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ასეთია იმ ადამიანის ბედი, რომელიც თავის სუბიექტურ გადაწყვეტილებას ვერ იღებს და დაემორჩილება უცხოურ ძალას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ქართულ საზოგადოებას.
„ნამდვილად არ მეგონა, რომ ჩვენ ჰერჩინსკის დაცვა მოგვიწევდა. შესაბამისად, უკვე ვნახეთ, რომ ჰერჩინსკი, რომელმაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას, დააბულინგეს თავისივე მომხრეებმა უცხოეთიდან, აქ არსებულმა იმ ხალხმა და ოპოზიციამ, ვისაც ჰერჩინსკი უჭერდა და უჭერს მხარს და მისმა „საყვარელმა“ ე.წ პრეზიდენტმაც კი. შესაბამისად, ასეთია იმ ადამიანის ბედი, რომელიც თავის სუბიექტურ გადაწყვეტილებას ვერ იტყვის და დაემორჩილება უცხოურ ძალას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ქართულ საზოგადოებას. როგორ წარმოგიდგენიათ ევროკავშირის ელჩი საქართველოშია და არ შეხვდეს საგარეო საქმეთა მინისტრს? აბა, საერთოდ რატომ არის ევროკავშირის ელჩი საქართველოში? ეს ელემენტარული ანი ბანია. გამომდინარე აქედან, ეს საერთო ზეწოლა, რომელიც ევროკავშირშია და ძალიან მალე გადალაგდება, რადგან ყველაზე მძლავრი კრიტიკოსიც კი, მაკრონი, რომელიც ეთანხმებოდა იმ საერთო მესიჯს, რომ ტრამპი რუსი ოლიგარქი და ანტილიბერალი იყო, დიდი სიამოვნებით პირველმა მიულოცა გაპრეზიდენტება და შემდეგ საფრანგეთში რომ ჩავიდა, თვალებში შესციცინებდა. ასე მოხდება გადალაგება ევროკავშირში სულ მალე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.