Site icon megatv.ge

არ ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული მსხვერპლი არის 5 ივლისის მსხვერპლი– თეა წულუკიანი ლექსო ლაშქარავაზე

არ ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული მსხვერპლი არის 5 ივლისის მსხვერპლი, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ლექსო ლაშქარავაზე საუბრისას საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

“თქვენ ყველას გაქვთ თქვენი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ მე მაქვს ჩემი აზრის უფლება. ეს არავის აუკრძალავს და ვერც აკრძალავს. მე მაქვს ჩემი ვარაუდი, რომ ეს არ არის კავშირში 5 ივლისთან. შეიძლება, ეს არ დადასტურდეს, ან ის არ დადასტურდეს, რაც თქვენ გგონიათ. თქვენ ბრძანეთ, რომ 5 ივლისი მოხდა და იყო მსხვერპლი, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა 5 ივლისს. მსხვერპლი დადგა რამდენიმე დღის შემდეგ. ოღონდ, ეს იყო თუ არა იმის მსხვერპლი, მე ვფიქრობ, რომ არ იყო. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანია, შედეგს დაველოდოთ”, – განაცხადა წულუკიანმა.

Exit mobile version