“მე, როგორც ერთ ექიმს და კოვიდის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი კლინიკის ხელმძღვანელს, ძალიან გამიჭირდება კიდევ ერთი ნოემბერ-დეკემბრის გადატანა” – წერს სოციალურ ქსელში ექიმი დავით გადელია და იქვე მოსახლეობას აფრთხილებს:
“კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მე, როგორც ერთ ექიმს და კოვიდის წინააღმდეგ აქტიურად მებრძოლი კლინიკის ხელმძღვანელს, ძალიან გამიჭირდება კიდევ ერთი ნოემბერ-დეკემბრის გადატანა! ქვეყანასაც გაუჭირდება!
ამავე დროს, უნდა გითხრათ, გაგაფრთხილოთ, რომ ეს დღეებია იმატებს სასტაციონარე ავადმყოფთა რიცხვი. არ ვმალავ, მეშინია! მეშინია, რომ კიდევ ბევრ მეგობარს, თანაქალაქელს დავკარგავ.
დღეს სამი მეგობარი პირადად დავარეგისტრირე აცრაზე (წუთის საქმეა). აცრა, პირბადე და რეგულაციები – მხოლოდ ეს საშუალება გვაქვს! პირბადის მუდმივად ტარებამ ალერგია გამიჩინა სახეზე და საშინლად შემაწუხებელია (ამის გამო წვერსაც იშვიათად ვიპარსავ), მაგრამ როგორც ქართველები იტყვიან: “ომში ის გამოიყენე, რაც ხელთ მოგხვდებაო! (ანდაზის ევროპული ანალოგი უფრო ლაკონურია),” – წერს დავით გადელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.