არ დავივიწყებთ! არ გაპატიებთ! – ამ ბანერით, ყვავილებითა და სანთლებით ქუთაისში, ალექსეი ნავალნის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ცენტრალურ მოედანზე, ლადო მესხიშვილსი თეატრის წინ, ქუთაისში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები არიან შეკრებილი.
,,აქ ტრაგიკული შემთხვევის გამო ვარ. ალექსეი ნავალს პირადად ვიცნობდი, მას რუსეთის დემოკრატიული მომავლისთვის ერთადერთ იმედად ვთვლიდი. ის პირობები რაშიც ნავალნი იმყოფებოდა ნამდვილი მკვლელობაა. ჩვენ აქ ვართ იმიტომ რომ, ძალიან გვტკივა და დღეს ზუსტად ის ემოციები ვიგრძენი, რაც ომის დაწყების დროს, უიმედობა, სრული კრახი, მომავლის დაკარგვა, გავიაზრე რომ ჩემი სამშობლო, ქვეყანა, მიდის სადღაც შუასაუკუნეებში და ამას დასასრული არ უჩანს. ამიტომაც ვარ აქ, რომ პატივი მივაგო ნავალნის ხსოვნას. ჩვენი დროისათვის უიშვიათედი ადამიანი იყო, თავისი თავისუფლებითა და უშიშარი ბუნებით, რომელიც მარტოდმარტო, ღიად ეუბნებოდა ამ დამნაშავე ხელისუფლებას, რომელსაც ახლა დაპყრობილი ყავს რუსეთი, რომ გიპირისპირდები და მსურს ქვეყნის განვითარების ალტერნატივა, ისეთის, როგორიც არის ნებისმიერ დემოკრატიულ ხელისუფლებაში. ჩვენ ახლა იმდენად სისხლისმელი მთავრობა გვყავალს რომ, მათ მიაღწიეს თავიანთ დაწყებულ საქმეს, ადამიანი ჰყავდათ ტყვეობაში.” – ამბობს ალექსეი ნავალნის ხსოვნისთვის პატივისმის მისაგებად მისული ალექსეი.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის კოლონიაში გარდაიცვალა, – ინფორმაციას ამის შესახებ დღეს „მედუზა“ ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ადგილობრივ დეპარტამენტზე დაყრდნობით გაავრცელა.
14 თებერვალს პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ნავალნი პატიმრობის პერიოდში ოცდამეშვიდედ გაგზავნეს სადამსჯელო იზოლატორში.
ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.










