იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს ბრიფინგზე “ომიკრონის” მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინასწარი შეფასებით, რაც სამხრეთ აფრიკელი პაციენტების მცირე ჯგუფზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, ეს არის დაავადების მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ გადადების უფრო მაღალი შესაძლებლობა აქვს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მონაცემები შეიცვალოს.
იმ პაციენტების მიმდინარეობა, რომლებიც კონკრეტული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, შეფასდა როგორც მსუბუქი და არ საჭიროებდნენ ჰოსპიტალში გადაყვანას.“ – განმარტავს ჩხაიძე.
ასევე ნახეთ ვიდეო ⇓ გამოცხადდება თუ არა კარანტინი – ჯანდაცვის მინისტრის განცხადება